მარტვილიიდან XXIII შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 31 ოქტომბრის (13 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 14-19. [დას. სჲვ(266)]
1 თეს. II: 14 რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით ძმანო, † (ძმანო, თქუენ მობაძავ იქმნენით, †) ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან, რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს, და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან; და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხოვნდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის, რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულად. ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთჟამ პირითა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა. ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა, მე, პავლე, ერთგზის და ორგზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა, რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ – ანუ არა-მე თქუენა – წინაშე უფლისა, იესუ (ქრისტესა)* [ქრისტესსა]**, მისსა მას მოსლვასა?
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XI, 23-26. [დას. ნჱ(58)]
ლკ. XI: 23 † (ჰრქუა უფალმან: †) „...რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. 24 რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: „მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ“. 25 და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. 26 მაშინ წარვიდის და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა, და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“.
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.