მარტვილიიდან XXIII კვირიაკის [2020 წელს: 2(15) ნოემბრის] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXIII კვირიაკის [2020 წელს: 2(15) ნოემბრის] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

სახარება I: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVIII, 16-20. [დას. რივ(116)]:

მთ. XXVIII: 16 ხოლო † (მას ჟამსა შინა †) ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, 17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, და, აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 4-10. [დას. სკ(220)]:

ეფეს. II: 4 ხოლო † (ძმანო, †) ღმერთმან, (რამეთუ) [რომელი-იგი]** მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა(-იგი)* შემიყუარნა ჩუენ, 5 და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, (ქრისტეს თანა განგუაცხოველნა)* [განგუაცხოველნა ქრისტეს თანა], – მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, – 6 და თანააღმადგინნა და თანადამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ, 7 რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით[]** ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ, 8 რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: 9 არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს, 10 რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VIII, 26-39. [დას. (38)].

ლკ. VIII: 26 და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა. 27 და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ სოფელსა მას გადარინელთასა †) მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი, და მრავალჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. 28 და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღად-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: „რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე“. 29 რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან. რამეთუ მრავალგზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ; და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. 30 ჰკითხა მას იესუ: „რაჲ არს სახელი შენი?“ ხოლო მან ჰრქუა: „ლეგეონ!“ რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა. 31 და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ. 32 და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ. 33 და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს. 34 ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. 35 და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა. 36 რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული. 37 და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემოსოფლებისაჲ მის ღადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. 38 ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: 39 „მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან“. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა, და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.