მარტვილიიდან XXII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 22 ოქტომბრის (4 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 22 ოქტომბრის (4 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 17-IV, 1. [დას. სნთ(259)]

III: 17 † (ძმანო, †) ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინათუ საქმით, ყოველსავესახელითა უფლისა იესუჲსითა, ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ. ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ. შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა (ეურვოდინ)* [იურვოდინ]**. მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალთღებით, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, (გულითად)* [გულითადად]** იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ. რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო და არა არს თუალთხუმა. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა (უფალივე)* [უფალი]** გივის ცათა შინა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 44-50. [დას. მზ(47)]

ლკ. IX: 44 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა“. 45 ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისხმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს. 46 შევიდა მათა გულისსიტყუაჲცა ვინძი უდიდეს იყოს შორის მათსა. 47 ხოლო იესუ იცოდნა გულისზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა. 48 და ჰრქუა მათ: „რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის, იგი არს დიდ“. 49 მიუგო იოვანე და ჰრქუა: „მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ“. 50 ჰრქუა მას იესუ: „ნუ აყენებთ, რამეთუ, რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს“.

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.