მარტვილიიდან XXII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 21 ოქტომბრის (3 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 21 ოქტომბრის (3 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 20-III, 3. [დას. სნვ(256)]

კოლ. II: 20 † (ძმანო, †) უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა, (ჰბრძანებთ)* [ბრძანებულ იქმნებით***]**: „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“, რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით, მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა? რომელი-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ ნებსითითა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არათუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა. უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა, რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ე. ი. «ემორჩილებით ბრძანებებს» ABCLect: «ჰბრძანებთ» (δογματίζεσθε).

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 23-27. [დას. მდ(44)].

ლკ. IX: 23 და იტყოდა ყოველთა მიმართ: † (ჰრქუა უფალმან: †) „რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე; 24 რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი. 25 რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს გინა იზღვიოს? 26 რომელსა სირცხჳლ-უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ჩემთაჲ, ამას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა. 27 გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ“.

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.