მარტვილიიდან XXII შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 20 ოქტომბრის (2 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXII შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 20 ოქტომბრის (2 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 13-20. [დას. სნე(255)]

კოლ. II: 13 და თქუენცა † (ძმანო, ღმერთმან თქუენ რომელ †) მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა> ჩუენ ყოველნი შეცოდებანი, და აღჴოცა (ჩუენთჳს)* [ჩუენ-ზედაჲ იგი]** ჴელითწერილი (ბრძანებით)* [ბრძანებათა მიერ]**, რომელი იყო (ანტაკრად)* [წინააღმდგომ]** ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა, განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით, და განაქიქნა იგინი მას შინა. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა გინა კერძო-დღესასწაულისაჲთა გინა თთჳს-თავითა გინა შაბათობითა, (რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთაქრისტესთა. ნუ ვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ)* [რომელნი-იგი აჩრდილ იყვნეს ყოფადთა, ხოლო გუამსა ქრისტესსა ნუვინ თქუენ გჳრგჳნჴდილ-გყოფნ***, მნებებელი სიმდაბლით და მსახურებითა ანგელოზთაჲთა შემავალობად მას, რომელი-იგი არა უხილავს, ამაოდ]** განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა, (ჰბრძანებთ)* [ბრძანებულ იქმნებით****]**.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** «გჳრგჳნჴდილ-გყოფნ» – . . «გვირგვინწართმეულს, ჯილდომიტაცებულს გაგხდის», ანუ მთლიანი ფრაზის მიხედვით: «ნურავინ მიგტაცებს (მიგხვეჭს, წაგართმევს) ქრისტეს სხეულს როგორც ჯილდოს [გვირგვინს]» (καταβρα βευέτω...

**** . . «ემორჩილებით ბრძანებებს» ABCLect: «ჰბრძანებთ» (δογματίζεσθε).

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, ლკ. IX, 18-22. [დას. მგ(43)]

ლკ. IX: 18 და იყო ლოცვასა მას მისსა † (მას ჟამსა შინა, იყო იესუს ლოცვასა †) თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: „ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად?“ 19 ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: „იოვანე ნათლისმცემელი; და სხუათაელია; და რომელნიმე იტყჳან: «წინაჲსწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს»“. 20 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენ ვინ გგონიე მე?“ მიუგო პეტრე და ჰრქუა: „ცხებული ღმრთისაჲ“. 21 ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე. 22 და ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“.

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.