მარტვილიიდან XXI კვირიაკის [2020 წელს: 19 ოქტომბრის (1 ნოემბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
საცისკრო სახარება X: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 1-14. [დას. ჲვ(66)]:
ინ. XXI: 1 ამისა შემდგომად კუალად † (მას ჟამსა შინა †) გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2 იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), და ნათანაელ (რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ), და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3 ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: „წარვიდე სათხევლობად“. ჰრქუეს მას: „მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა“. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4 და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5 ჰრქუა მათ იესუ: „ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?“ მიუგეს და ჰრქუეს: „არა“. 6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „სდევით ბადე ეგე მარჯუენით-კერძო ნავისა მაგის და ჰპოვოთ“. ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევაჲ სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7 ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: „უფალი არს“. ხოლო სიმონ-პეტრეს, ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8 ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. 9 და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10 ჰრქუა მათ იესუ: „მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ“. 11 აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12 ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით და ისადილენით“. და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13 მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 16-20. [დას. სგ(203)]
გალ. II: 16 † (ძმანო, †) უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა (განმართლდების)* [განმართლდეს]** ყოველი ჴორციელი. (უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა?)* [ხოლო უკუეთე მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ; ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ?]** ნუ (იყოფინ,)* [იყოფინ!]** რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო, რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმანცა შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VIII, 5-15. [დას. ლე(35)]
ლკ. VIII: 5 † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6 და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 7 და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა, და ყო ნაყოფი ასი წილი“. ამას ეტყოდა ჴმითა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ 9 ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: „რაჲ არს იგავი ესე?“ 10 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ, და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ. 11 ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 12 ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის; მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. 13 ხოლო რომელ-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი, რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან. 14 ხოლო რომელი-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან, და არა ნაყოფიერ იქმნიან. 15 ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.