მარტვილიიდან XXI შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 18(31) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXI შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 18(31) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 12-18. [დას. როდ(174)]

2 კორ. III: 12 † (ძმანო, †) გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი (განცხადებულებაჲ)* [კადნიერებაჲ]** ვიჴუმიოთ, და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა. არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების. არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი. ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს. ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან (სულად)* [სულისა***]**.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** სქოლიო 604: <ვითარცა-იგი უფლისაგან სულისა> – აქ <უფლისაგან სულისა> (π κυρίου πνεύματος) ისეთივე შესიტყვებაა, როგორც <უფლისაგან ღმრთისა>, რომლის სახელობითიც არის <უფალი ღმერთი>. შესაბამისად, ზემორე სინტაგმის სახელობითია <უფალი სული>, რაც სულიწმინდის ღმერთობის თვალსაჩინო დასტურია (შდრ. კომენტარი: „ესრეთ უკუე <უფალ> წოდებითა სულისაჲთა პირი დაუყო [მოციქულმა, . .] მწვალებელთა, რომელნი-იგი დააკნინებენ მას", ეფრ. II, 374). შესაბამისად, არაზუსტია ABCLect-ის მონაცემი: <ვითარცა-იგი უფლისაგან სულად>.

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 1-10. [დას. კბ(22)]

ლკ. VI: 1 და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი † (მას ჟამსა შინა ვიდოდა იესუ შაბათსა †) თესულისაგან ყანისა, ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2 ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: „რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს?“ 3 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელი-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა? 4 ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა, და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?“ 5 და ეტყოდა მათ: „უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“. 6 და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა. 7 უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოვონ, ვითარმცა შეასმინეს იგი. 8 ხოლო თავადმან იცოდნა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: „აღდეგ და წარმოდეგ შორის!“ ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის. 9 და იესუ ჰრქუა მათ: „გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?“ 10 და მიჰხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: „განირთხ ჴელი შენი!“ ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი.

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.