მარტვილიიდან XXI შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 17(30) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 1-7. [დას. სნგ(253)]
კოლ. II: 1 რამეთუ † (ძმანო, †) მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, რაჲთა ნუგეშინისცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანაშეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულსავსებისა, გულისხმისყოფისა მეცნიერებად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და (დაფარულნი მეცნიერებისანი)* [მეცნიერებისანი დაფარულნი]**. ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა, რამეთუ, დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ, დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 12(ბ)-18(ა). [დას. მბ(42)].
ლკ. IX: 12 და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი † (მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს ათორმეტნი მოწაფენი მისნი †) და ჰრქუეს მას: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემოდაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ, და პოვონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ“. 13 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენ ეცით მაგათ ჭამადი“. და მათ ჰრქუეს: „არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი, გარნათუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი“. 14 (რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ). ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: „დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასისეული“. 15 და მათ ყვეს ეგრეთ და დასხეს ყოველი იგი ერი. 16 ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას. 17 და ჭამეს და განძღეს ყოველნი, და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი. 18 და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი.
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.