მარტვილიიდან XXI შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 16(29) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 24-29. [დას. სნბ(252)]
კოლ. I: 24 † (ძმანო, †) აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ, რომლისა ვიქმენ მე მსახურ (მოღუაწებითა)* [განგებულებითა]** ღმრთისაჲთა, (რომელი მომეცა მე)* [მოცემულითა ჩემდა]** თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა, საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და (ნათესავითგან)* [ნათესავთაჲთგან]**, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 7-11. [დას. მა(41)]
ლკ. IX: 7 ესმნეს ჰეროდეს მეოთხედმთავარსა † (მას ჟამსა შინა ესმნეს ჰეროდეს მეოთხედმთავარსა იესუსთჳს †) ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: „იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით“. 8 ხოლო რომელნიმე იტყოდეს: „ელია გამოჩნდა“. და სხუანი იტყოდეს: „წინაჲსწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს“. 9 ხოლო ჰეროდე თქუა: „იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი!“ და უნდა ხილვაჲ მისი. 10 და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდა. 11 ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.