მარტვილიიდან XXI შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 15(28) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 18-23. [დას. სნა(251)]
კოლ. I: 18 და იგი არს † (ძმანო, ქრისტე †) არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა (მთავარ)* [პირველ]**, რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად და მის მიერ დაგებად ყოველი მისსა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ გინათუ ქუეყანასა ზედა გინათუ ცათა შინა. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხოქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა, ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა, უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ (ყოვლისა შორის დაბადებულისა)* [ყოველსა შორის დაბადებულსა]** ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VIII, 22-25. [დას. ლზ(37)]
ლკ. VIII: 22 და იყო ერთსა შინა დღესა: და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: „განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას“. და აღვიდეს. 23 და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს. 24 და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: „მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით“. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა, და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი. 25 და ჰრქუა მათ: „სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი?“ ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: „ვინმე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?“
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.