მარტვილიიდან XXI შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 14(27) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXI შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 14(27) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-2, 7-11. [დას. სმთ(249)]

კოლ. I: 1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ, 2(ა) კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ, 7 ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანამონისა ჩუენისა, რომელი-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი, 8 რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა. 9 ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა სულიერითა, 10 რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა; 11 ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა სიხარულით...

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VIII, 1-3. [დას. ლდ(34)]

ლკ. VIII: 1 და იყო, ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა † (მას ჟამსა შინა ვიდოდა იესუ †) ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად; ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა, და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა, 2 და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა, მარიამ (რომელსა ერქუა მაგდანელი), რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს; 3 იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲსმოძღურისა ჰეროდესი, და სუსანნა, და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

ხატზე: წმიდა მენელსაცხებლე დედები