მარტვილიიდან XXI შვიდეულის ორშაბათის [2020 წელს: 13(26) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 10-23. [დას. სმჱ(248)]
ფილიპ. IV: 10 ხოლო † (ძმანო, †) განვიხარე უფლისა მიერ დიდად, (რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ-კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო დაჰყდუნდით)* [რამეთუ აწღა სადმე აღჰყუავენით ჩემთჳს ზრახვად მისსა, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო უჟამო იქმნენით]**. არათუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს, რომელთა[ცა]** შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო. ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა. ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ*** ვარ განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად. ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ, რამეთუ თესალონიკედცა ერთგზის და ორგზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ. არათუ, რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სულნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა, სათნოჲთა ღმრთისაჲთა. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ. ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ. მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი. გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** შდრ. „შეზმნილ – ესე იგი არს წურთილ და განსწავლულ“ (ეფრ. II, 639)...
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 36-50. [დას. ლგ(33)]:
ლკ. VII: 36 ევედრებოდა ვინმე მას † (მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე †) ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. 37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ 38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა, და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: „ესე უკუეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს“. 40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“. ხოლო მან თქუა: „მოძღუარ, იტყოდე!“ 41 და თქუა: „ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?“ 43 მიუგო სიმონ და თქუა: „მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა“. ხოლო თავადმან თქუა: „სამართლად საჯე“. 44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: „ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45 ამბორისყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორისყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; 46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს“. 48 და ჰრქუა მას: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. 49 და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ 50 ჰრქუა დედაკაცსა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.