მარტვილიიდან XX კვირიაკის [2020 წელს: 12(25) ოქტომბრის] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
საცისკრო სახარება IX: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XX, 19-31. [დას. ჲე(65)]
ინ. XX: 19 † და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა, და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 27 მერმე ჰრქუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი, და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. 28 მიუგო თომა და ჰრქუა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ჰრქუა მას იესუ: „რამეთუ მიხილე, და (გრწამს)* [გრწმენა]**. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა***.
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 11-19. [დას. ს(200)]
გალ. I: 11 † (ძმანო, †) გაუწყებ თქუენ სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა, რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ. და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღურებათა. ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ შორის, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცითა და სისხლითა, არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკოდ. და მერმე, შემდგომად სამისა წლისა, აღვედ იერუსალჱმდ ხილვად (პეტრესა)* [პეტრესსა]**, და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ*** დღე. ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. «ათოთხმეტ» (კიმენშიც და კომენტარშიც). პარალელს ვერ ვუძებნით.
† † † † † † †
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 11-16. [დას. ლ(30)]
ლკ. VII: 11 და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა † (მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ †) ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანაუვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი. 12 და ვითარ მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და, აჰა-ესერა, გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდშობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა. 13 და იხილა დედაკაცი იგი იესუ, და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: „ნუ სტირ“, 14 და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: „ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!“ 15 და ზე წარმოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა. 16 და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის, და – რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.