მარტვილიიდან XX შვიდეულის შაბათiს [2020 წელს: 11(24) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XX შვიდეულის შაბათi [2020 წელს: 11(24) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 8-11. [დას. რჲჱ(168)]

2 კორ. I: 8 † (ძმანო, †) არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა. რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ, და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს თანაშეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ (იქმნას)* [იქმნეს]** თქუენთჳს...

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, V, 27-32. [დას. (20)]

ლკ. V: 27 და ამისა შემდგომად გამოვიდა † (მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ †) და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: „მომდევდი მე“. 28 და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29 და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴითმსხდომარენი. 30 და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა შჭამთ და ჰსუამთ?“ 31 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32 არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.