მარტვილიიდან XX შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 10(23) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 8-19. [დას. სმე(245)]
ფილიპ. III: 8 † (ძმანო, †) ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად***, რაჲთა ქრისტე შევიძინო და ვიპო[ვ]**ო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით, ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანახატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა, რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა; არათუ, ვითარმედ აწვე მომიღებიეს ანუთუ აწვე სრულქმნილ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ. ძმანო, მე (არღარა)* [არა]** შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე კანონსა ზედა ვეგნეთ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა, რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალგზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს; რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ – სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. (კ) «ბრედ» ... «ბრე» არის ხორბლის მარცვლის ჩენჩო.
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 31-35. [დას. ლბ(32)]
ლკ. VII: 31 † (ჰრქუა უფალმან: †) „ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს? 32 მსგავს არიან ყრმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: «გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ». 33 რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: «ეშმაკეულ არს». 34 მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: «აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ». 35 და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.