მარტვილიიდან XX შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 9(22) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 1-8. [დას. სმდ(244)]
ფილიპ. III: 1 † (ძმანო, †) გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს და თქუენდა კრძალულება არს. ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, [ჰ]**ხედევდით განკუეთილებასა მას, რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ, დაღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ. უკუეთუ ვინმე (ჰგონებდეს სხუად)* [სხუაჲ ჰგონებს]** სასოებად ჴორცითა, მე – უფროჲსღა: წინადაცუეთილებაჲ – რვადღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენის[ს]**ა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს, უფლისა ჩუენისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად***, რაჲთა ქრისტე შევიძინო...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. (კ) «ბრედ» ... «ბრე» არის ხორბლის მარცვლის ჩენჩო.
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 17-30. [დას. ლა(31)]
ლკ. VII: 17 და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს † (მას ჟამსა შინა განეფინა სიტყუაჲ ესე იესუჲსთჳს ყოველსა ჰურიასტანსა †) და ყოველსა მას გარემოსოფლებსა. 18 და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. 19 და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: „შენ ხარა მომავალი ანუ სხუასა მოველოდით?“ 20 და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: „იოვანე ნათლისმცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: «შენ ხარა მომავალი ანუ სხუასა მოველოდით?»“ 21 მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა, და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. 22 და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. 23 და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“. 24 და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: „რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 25 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა-ესერა, რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებლითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და – უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა. 27 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: «აჰა-ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა». 28 რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლისმცემელისა წინაჲსწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲს მისა არს“. 29 (და ყოველსა ერსა ესმა, და მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლისცემითა იოვანესითა. 30 ხოლო ფარისეველთა და შჯულისმოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან).
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.