მარტვილიიდან XX შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 8(21) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 24-30. [დას. სმგ(243)]
ფილიპ. II: 24 † (ძმანო, †) ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს, ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა მივლინებად თქუენდა, ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა. და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდილადმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი, და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე (უჭუვარ)* [უჭუვარ-რე***]** ვიყო. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით, რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინადაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი (იგი)* [ეგე]** დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** «ნაკლებ მწუხარე», «უფრო უმწუხარო».
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 46-VII, 1. [დას. კჱ(28)]
ლკ. VI: 46 † (ჰრქუა უფალმან: †) „რაჲსა მეტყჳთ მე: „უფალო, უფალო“, და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყჳ თქუენ? 47 ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყუათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს. 48 მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 49 ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ“. VII: 1 და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.