მარტვილიიდან XX შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 7(20) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XX შვიდეულის სამშაბათი [2020 წელს: 7(20) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 16-23. [დას. სმბ(242)]

ფილიპ. II: 16 † (ძმანო, †) არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისასა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა (გულმხიარულად ვცნა)* [სულ-შუებულ ვიქმნე ცნობითა]** თქუენთჳს, რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ (ერთგული)* [ერთსული]**, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ, ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს (განვიგო)* [განვიხილო]** თავისა ჩემისაჲ (მისგან)* [მყის]**.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 37-45. [დას. კზ(27)]

ლკ. VI: 37 † (ჰრქუა უფალმან: †) „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დაშჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ; 38 მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ“. 39 ეტყოდა მათ იგავსაცა: „ნუ ჴელ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინაძღუანვად; არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳვენ. 40 არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი. 41 რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი? 42 ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: „ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა“, და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა, 43 რამეთუ არა არს ხჱ კეთილი, რომელმან გამოიღის ნაყოფი ხენეში, არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი; 44 რამეთუ თითოეული ხე თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არს; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი. 45 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ პირი მისი.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.