მარტვილიიდან XX შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 6(19) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XX შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 6(19) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 12-16. [დას. სმა(241)]

ფილიპ. II: 12 † (ძმანო, †) ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ, რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასაცა სათნოებისათჳს. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულისსიტყუათა, რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილღმრთისა შეუგინებელ, შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა...

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 24-30. [დას. კე(25)]

ლკ. VI: 24 ხოლო † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემაჲ თქუენი. 25 ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. 26 ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუწინაჲსწარმეტყუელთა მამანი მათნი. 27 არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28 და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29 რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30 ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.