მარტვილიიდან XIX კვირიაკის [2020 წელს: 5(18) ოქტომბრის] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XIX კვირიაკის [2020 წელს: 5(18) ოქტომბრის] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

საცისკრო სახარება VIII: ინ. XX, 11-18. [დას. ჲდ(64)]:

ინ. XX: 11 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთაჰხედა საფლავსა მას 12 და იხილნა ორნი ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13 და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 14 ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15 ჰრქუა მას იესუ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ?“ მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წამოვიღო იგი“. 16 ჰრქუა მას იესუ: „მარიამ“. მიიხილა მან გარე და ჰრქუა ებრაელებრ: „რაბბუნი!“ (რომელსა ჰრქჳან: «მოძღუარ»), და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17 ჰრქუა მას იესუ: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა. წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. 18 მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.

კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 31-XII, 9. [დას. რჟდ(194)]

2 კორ. XI: 31 † (ძმანო, †) ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი. დამასკოს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა; და სარკუმლით სარგნითა*** გარდავჰჴედ ზღუდესა, და განვერი ჴელთაგან მისთა. XII: 1 უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ, უწინარეს ათოთხმეტისა წლისაგინათუ ჴორცითა, არა ვიცი; გინათუ თჳნიერ ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, – აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე. და ვიცი ესევითარი კაციგინათუ ჴორცითა გინათუ გარეშე ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, – რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად. ესევითარისათჳს ვიქადი, ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინათუ ესმის რაჲმე ჩემგან. და გარდარეულებითა (ამით)* [მით]** გამოცხადებათაჲთა, რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო. და ამისთჳს სამგზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან. და მრქუა მე: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** კალათით, გოდრით (ν σαργάν).

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 31-36. [დას. კვ(26)]

ლკ. VI: 31 და † (ჰრქუა უფალმან: †) ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32 და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. 33 და უკუეთუ კეთილისმყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. 34 და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი. 35 ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი, და კეთილსა უყოფდით, და ავასხებდით, და ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]**, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. 36 იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.