მარტვილიიდან XIX შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 4(17) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XIX შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 4(17) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XV, 58-XVI, 3. [დას. რჲდ(164)]

1 კორ. XV: 58 † (ძმანო, †) მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ. XVI: 1 ხოლო შესაწირავისა*** მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს-თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, (რაჲცა-იგი)* [რაჲცა-რაჲ]** განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ, წიგნებითა ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** შდრ. ეფრ. «შესაკრებელისა», რაც ნიშნავს წმინდანთათვის ნებაყოფლობით შესაკრებ ძღვენს, <მოსაკრებელს>.

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, V, 17-26. [დას. ით(19)]

ლკ. V: 17 და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. † (მას ჟამსა შინა ასწავებდა იესუ, †) და სხდეს მუნ ფარისეველნი და შჯულისმოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათა. 18 და, აჰა-ესერა, კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისსა, 19 და ვერ პოვეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა. 20 და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: „კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ 21 და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: „ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ 22 გულისხმა-ყვნა იესუ გულისზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: „რასა ეგრეთ ჰზრახავთ გულთა თქუენთა? 23 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: «მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი» ანუ რქუმად: «აღდეგ და ვიდოდე?» 24 არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა“ – და ჰრქუა განრღუეულსა მას: „შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!“ 25 და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა. 26 და განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: „ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.