მარტვილიიდან XXII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 23 ოქტომბრის (5 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 23 ოქტომბრის (5 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 2-9. [დას. სჲ(260)]

კოლ. IV: 2 † (ძმანო, †) ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით; ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით. სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა, ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, (ვითარ-იგი შეჰგავს)* [ვითარ ჯერ-არს]** თქუენდა თითოეულისა სიტყჳსმიგებაჲ. ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანამონამან ჩუენმან უფლისა მიერ, რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა, ონესიმეს თანა სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელი-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყონ თქუენ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 49-56. [დას. (48)]

ლკ. IX: 49 მიუგო იოვანე და ჰრქუა: † (მას ჟამსა შინა, მოუჴდა იესუს ერთი მოწაფეთაგანი და ჰრქუა მას: †) „მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ“. 50 ჰრქუა მას იესუ: „ნუ აყენებთ, რამეთუ, რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს“. 51 და იყო, აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა, და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52 და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53 და არა შეიწყნარნეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: „უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?“ 55 მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: „არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56 რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედცხორებად“. და წარვიდეს სხუასა დაბასა.

შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.