2023 წლის 7 თებერვალი

ცისკარზე –წმ. გრიგოლისა: ინ. X, 1-9 [დას. ლვ(35)-შუა]

1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს“.

წირვაზე− რიგისა: პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ მეორჱ – 2 პეტ. II, 9-22. [დას. ჲზ(67)]
9 † (საყუარელნო, †) იცის უფალმან ღმრთისმსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს, 10 უფროჲსღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულისთქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ. 11 სადაღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ. 12 ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოვარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნნენ 13 და მოიღონ სასყიდელი სიცრუვისაჲ. გულისთქუმაჲ იგი შეურაცხიესვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანაშეგცხრებიან. 14 თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა; გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, – შვილნი წყევისანი. 15 დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუვისაჲ შეიყუარა. 16 მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაჲსწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ. 17 ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს, 18 რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულისთქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან. 19 თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ. 20 რამეთუ, რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, – ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. 21 უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა. 22 შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: „ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა“ და: „ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა“.

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 13:14-23 (დას. 60). მკ. XIII, 14-23. [დას. ჲ(60)].

14 ხოლო † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; 15 და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. 16 და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 17 ხოლო ვაჲ მუცელქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა. 18 არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა, 19 რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე, და არცაღა იყოს. 20 და არა-თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი. 21 მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: „აჰა აქა არს ქრისტე“, გინა: „იქი“, ნუ გრწამნ. 22 რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. 23 ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა-ესერა, წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.

† † † † † † †

 

წმ. გრიგოლისა: ებრ. VII: 26 რამეთუ † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...

 

(ბერძნულიდან) ან

1 კორ. XII: 7 ხოლო † (ძმანო, †) თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს. 8 [რამეთუ]** რომელსამე სულისა (მისგან მიცემულ არს)* [მიერ მიეცემის]** სიტყუაჲ სიბრძნისაჲ; ხოლო სხუასა – სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ, მითვე სულითა; 9 და სხუასა – სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან; რომელსამე – მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა; 10 რომელსამე – (შეწევნანი)* [მოქმედებანი]** ძალთანი; რომელსამე – წინაჲსწარმეტყუელებაჲ; რომელსამე – განკითხვაჲ სულთაჲ; და სხუასა – თესლად-თესლადი ენათაჲ; და სხუასა – თარგმანებაჲ ენათაჲ. 11 ხოლო (ამას ყოველსა შეეწევის)* [ამის ყოვლისა მაქმნეველ*** არს]** ერთი და იგივე სული; განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.

† † † † † † †

(რუსულიდან)

† † † † † † †

სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

ინ. X: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.