2023 წლის 6 თებერვალი

რიგისა:

პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ მეორჱ – 2 პეტ. I, 20-II, 9. [დას. ჲვ(66)]

20 † (საყუარელნო, †) ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაჲსწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების, 21 რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.

2:1 იყვნეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუმოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უვარ-ჰყოფდენ, და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა. 2 და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის. 3 და ანგაჰრებითა და ტყუვილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის. 4 უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად. 5 და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლითრღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია 6 და ქალაქები სოდომელთა და გომორელთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა, და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა, 7 და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მავალთაგან, იჴსნა, 8 რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღე სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა. 9 იცის უფალმან ღმრთისმსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს...

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 13:9-13 (დას. 59). მკ. XIII, 9-13. [დას. ნთ(59)]

9 ხოლო † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა, და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. 10 ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე. 11 და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. 12 ხოლო მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 13 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

 

წმ. მელქისედეკისა:

 ებრ. VII: 26 რამეთუ † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...

† † † † † † †

სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

ინ. X: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.