ცისკარზე − სახარება I: მთ. XXVIII, 16-20 [დას. რივ(116)]
† (მას ჟამსა შინა †) ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, 17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, და, აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“.
† † † † † † †
წირვაზე − მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკისა:
2 ტიმ. III, 10-15. [დას. სჟვ(296)]
<შვილო ტიმოთე, შემოდგომილ ხარ> ჩემსა მოძღურებასა, [წესიერებასა,]** გულსმოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას; რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან. და ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნნენ. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს; და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე (იესუჲსითა)* [იესუჲს-მიერითა]**.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
მეზუერისა და ფარისეველისასა: სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. 18:10-14 (დას. 89). ლკ. XVIII, 10-14. [დას. პთ(89)].
10 ვითარმედ: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11 ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი: მტაცებელ, ცრუ და მემრუშე გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12 ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა, და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“. 13 ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზეაღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. 14 გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.