წმ. ტიმოთესი: 2 ტიმ. I, 3-9. [დას. სჟ(290)-შუა]
3 <შვილო ტიმოთე,> ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა (გონებითა)* [სჳნიდისითა]**, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე, 4 და მსურის ხილვაჲ შენი, – მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, – რაჲთა სიხარულითა აღვივსო. 5 მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედისდედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ – შენ თანაცა. 6 რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მხურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა, 7 რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისაჲ და სიწმიდისაჲ. 8 ნუუკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანაიჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა, 9 რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
(მას ჟამსა შინა გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი-სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: «მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ». 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 «აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ». 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.
† † † † † † †
რიგისა: 2 ტიმ. II, 11-19. [დას. სჟგ(293)]
11 <შვილო ტიმოთე,> სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ: უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხოვნდეთ; 12 უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ; 13 უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც. 14 ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ. 15 ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხუენელად, (წარმართებად)* [მართლმკუეთელად]* სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. 16 ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა, 17 და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოვოს. რომელ[თა შორის] არიან ჳმენეოს და ფილიტოს, 18 რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა. 19 ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს, და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“. და: „განეშორენ სიცრუვისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“.
სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. 18:2-8ა (დას. 88). ლკ. XVIII, 2-8. [დას. პჱ(88)].
2 და იტყოდა: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3 და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, და მოვიდის მისა და ეტყჳნ: „მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა“. 4 და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5 ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე“. 6 და ჰრქუა მათ უფალმან: „ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყჳს. 7 ხოლო ღმერთმან არამე ყოსა შურისგებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8 გეტყჳ თქუენ: ყოს შურისგებაჲ მათთჳს ადრე.