რიგისა:
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ მეორჱ, I, 1-10. [დას. ჲდ(64)]:
2 პეტ. I: 1 † (†) სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა, 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, 3 რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა-სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა, 4 რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულისთქუმისა ხრწნილებასა. 5 და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ, და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ, 6 და მეცნიერებასა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა – ღმრთისმსახურებაჲ, 7 და ღმრთისმსახურებასა შინა – ძმათმოყუარებაჲ, და ძმათმოყუარებასა შინა – სიყუარული, 8 რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს, არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა, 9 ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ. 10 ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე-ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ, [რუსულიდან] რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე,... [ბერძნულიდან და ქართულიდან].
† † † † † † †
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XIII, 1-8. [დას. ნჱ(58)]:
მკ. XIII: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა, გამო-რაჲ-ვიდოდა იესუ †) ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: „მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ!“ 2 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს“. 3 და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა, წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4 „მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?“ 5 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. 6 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: «მე ვარ» – და მრავალთა აცთუნებდენ. 7 რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 8 რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს“.
† † † † † † †
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა
ებრ. XI, 33 რომელნი † (ძმანო, ყოველნი წმიდანი †) სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა; მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; 34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ; განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ. 35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი, ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს, და არა (მოიღეს)* [მიიღეს]** მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს-იქმნენ; 36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; 37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, 38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. 39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი, 40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ. XII, 1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი*** ჩუენდა (სიმრავლე)* [ღრუბელი]** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და – მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. «ზედამდებარე»...
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 32-36; XI, 1. [დას. ლჱ(38)]:
მთ. X, 32 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. 33 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. 34 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ – მახჳლისა. 35 რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა, და ასული – დედისაგან თჳსისა, და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. 36 და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. XI, 1 და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
† † † † † † †
ან წმ. კალისტრატესი:
ებრ. VII: 26 რამეთუ † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.