ცისკარზე – წმ. ეფთვიმესი: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
რიგისა:
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ პირველი – 1 პეტ. IV, 12-V, 5. [დას. ჲბ(62)]
12 საყუარელნო, ნუ უცხო-გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ, 13 არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ. 14 უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. 15 ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცისმკლველსა გინა მპარავსა გინა ძჳრისმოქმედსა გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა, 16 ხოლო უკუეთუ – ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა სახელითა მისითა, 17 რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? 18 და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღა იპოვოს? 19 ამიერითგან, რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა, სარწმუნოსა დამბადებელსა შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილისსაქმითა.
5:1 ხუცესთა* მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანახუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. 2 (იღუწიდით)** [ზედა-ადეგით****]*** ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ. 3 ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოთა***** მათ******, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას 4 და გამოჩინებასა მას მწყემსთმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი. 5 ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
* შდრ. კომენტარი: „ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა, რამეთუ მაშინ ჯერეთ საზიარო იყო სახელები ესე, რამეთუ ეპისკოპოსთა ხუცეს და ხუცესთა ეპისკოპოს უწოდდიან“ (ეფრ. I, 399).
** სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
**** „ზედა-ადეგით“ – ე. ი. «ზედამხედველობდეთ», «მეურვეობდეთ»; ABCDLect: «იღუწიდით», თუმცა შესაბამის სქოლიოში ეფრემი «ღუწას» ცვლის გაცილებით ზედმიწევნითი «ზედადგომით». შდრ. „მოციქული უბრძანებს, რაჲთა რწმუნებულსა მას მათდა სამწყსოსა ღმრთისასა ფრთხილად ზედა-ადგენ და თჳნიერ იძულებისა ნებსით რწმუნებით არწმუნებდენ ყოველსა კეთილსა“, ეფრ. I, 399 (შდრ. ბერძნ. ἐπισκοποῦντες...).
***** ე. ი. «სამეურვეოთა», «სამწყსოთა», «მრევლთა»...
****** „ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოთა მათ“ – ასეა, არსებითად, D-ში, იმ განსხვავებით, რომ ნაცვლად მხოლობითისა («სამნოსა») ვამჯობინებთ ABC-ს მრავლობითს, ისევე როგორც ეს გვაქვს ორიგინალში. საკუთრივ ABLect-ის მონაცემი ამგვარია: «ნუცა ვითარმცა ეუფლებით მღდელთა მათ ზედა». C-ში გვაქვს: «ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ ზედა» (შდრ. ბერძნ. μηδʼ ὡς κατακυριεύοντες τῶν κλήρων...)...
მკ. XII, 38-44. [დას. ნზ(57)].
38 და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, 39 და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ინაჴითჯდომაჲ სერსა ზედა; 40 რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რო-მელთა მიიღონ უმეტესი საშჯელი“. 41 და დაჯდა იესუ წინაშე ფასისსაცავსა მას და ხედვიდა, ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასისსაცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. 42 და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს (კოდრანტე)* [კოდრატი]**. 43 და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასისსაცავსა ამას, 44 რამეთუ ყოველთა (ნამეტავისაგან)* [ნამეტნავისაგან]** მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი“.
* ძველი რედაქცია.
** ახალი რედაქცია.
წმ. ეფთვიმესი: ებრ. XIII, 17-21. [დას. ტლე(335)] ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)]
ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 17-21. [დას. ტლე-ႲႪႤ(335)]:
ებრ. XIII: 17 † (ძმანო, †) დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. 18 ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი (გონებაჲ)* [სჳნიდისი]** გუაქუს ყოველსა შინა და კეთილად გუნებავს სლვად. 19 უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა. 20 ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა – უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, 21 დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, V, 14-19. [დას. ია(11)]:
მთ. V: 14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †
ან წმ. ექვთიმესი: ეფეს. VI, 10-17. [დას. სლგ(233)] ლკ. XII, 8-12. [დას. ჲდ(64)] (აღმსარებელისა: II-ქართულიდან).
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 10-17. [დას. სლგ(233)]:
ეფეს. VI: 10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, † (ძმანო, †) განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა. 11 შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, 12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინადადგრომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14 მტკიცედ უკუე დეგით; მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ; 15 და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)]:
ლკ. XII, 8 „...ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: „ყოველმან †) რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.
† † † † † † †