ცისკარზე: სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. VI, 17-23. [დას. კდ-ႩႣ(24)].
17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა † (მას ჟამსა შინა, დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა:
„ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ;
ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა.
23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა...“
* ოთხთავის არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** ოთხთავის ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
წირვაზე: რიგისა - პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ პირველი – 1 პეტ. IV, 1-11. [დას. ჲა(61)]
1 <საყუარელნო,> ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, 2 რაჲთა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჴორციელებისა ჟამნი ცხორებად, 3 რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელნი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულისთქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთმსახურებითა, 4 რომლისაგან უკჳრს არასლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ, 5 რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, 6 რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხოვნდენ ღმრთისა მიერ სულითა. 7 ხოლო ყოველთა აღსასრული მოახლებულ არს. განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად. 8 ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. 9 (სტუმართმოყუარე)* [უცხოთმოყუარე***]** იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა. 10 კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი. 11 რომელი იტყოდის, (–)* ვითარცა [–]** სიტყუათა ღმრთისათა, რომელი ჰმსახურებდეს, (–)* ვითარცა [–]** ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** შდრ. ებრ. 13.2; ტიტ. 1.8.
სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 12:28-37 (დას. 56). მკ. XII, 28-37. [დას. ნვ(56)]
28 და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, † (მას ჟამსა შინა, მოვიდა იესუ[ჲ]სა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ [მათი], ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა სადუკეველნი, †) იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: „რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?“ 29 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: „ისმინე, ისრაჱლ, უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს; 30 და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“. ესე არს პირველი მცნებაჲ. 31 და მეორე, მსგავსი ამისი: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს“. 32 ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: „კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33 და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმისყოფითა; და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. 34 და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: „არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა“. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა. 35 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: „ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: «ქრისტე ძე არს დავითისი?» 36 რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: «ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა». 37 თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძე მისი არს?“ და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.
† † †
ღირსთა -
გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ღირსისა გრიგოლისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30.[დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
მღდელთმთავრისა პროკლესი (რუსულიდან და II-ქართულიდან): ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]:
ებრ. VII: 26(ბ) † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †