18 (31) იანვარი

ცისკარზე მეფისა თამარისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 9-16. [დას. ლვ(36)]:

ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

† † † † † † †

რიგისა: პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ პირველი – 1 პეტ. III, 10-22. [დას. ჲ(60)].

10 რამეთუ <საყუარელნო,> რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილნი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა, 11 მოიქეცინ ბოროტისაგან და ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას, 12 რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა. 13 და ვინ-მე არს ბოროტისმყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილისა მობაძავ იქმნნეთ? 14 და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ; ხოლო შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. 15 არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳსმიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით. 16 გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრისმოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა, 17 რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით (ეგრეთ თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა), ვნებაჲ თქუენი, ვიდრეღა-არა – ბოროტსა თუ იქმოდით, 18 რამეთუ ქრისტემანცა ერთგზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, 19 რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა, 20 რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთგზის თავს-ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს, რვანი სულნი განერნეს წყლისაგან, 21 რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლისღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ (გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ)* [სჳნიდისისა კეთილისა გამოკითხვაჲ]** ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა, 22 რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად, და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 12:18-27 (დას. 55). მკ. XII, 18-27. [დას. ნე(55)].

18 და მოვიდეს მისა სადუკეველნი, † (მას ჟამსა შინა, მოვიდეს სადუკეველნი იესუ[ჲ]სა †) რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: 19 „მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: „უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა“. 20 აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; 21 და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; და მესამემან – ეგრეთვე, 22 ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი. უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაცი იგი. 23 აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?“ 24 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? 25 რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. 26 ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: „მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი“? 27 არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით“.

 

მეფისა თამარისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 1-10. [დას. რია(111)]:

ჰრომ. XIII: 1 † (ძმანო, †) ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა (დაემორჩილენ) [დაემორჩილედ]**, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან, 2 ამიერითგან რომელი (ადგებოდის)* [წინააღუდგა]** ჴელმწიფებასა, ღმრთისა (ბრძანებასა ადგების)* [განწესებასა წინააღუდგა]**, ხოლო (რომელნი-იგი ადგებოდიან თავისა თჳსისა)* [წინააღმდგომთა თავთა თჳსთა]** საშჯელი მიიღონ***, 3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, 4 რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთისმსახურ არს შენდა, (შურისმეძიებელი რისხვასა)* [რისხვისა მიმართ შურისმეძიებელი]** ბოროტისმოქმედისათჳს. 5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ (გონებისათჳსცა იჭჳსა)* [სჳნიდისისათჳსცა]**. 6 ამისთჳს (ხარკსაცა)* [ხარკთაცა]** მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, (ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან)* [რომელნი ამას შინა მოთმინე არიან****]**. 7 მისცემდით (უკუე)* ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი. 8 (ნურარაჲმცა)* [ნუმცა რაჲ]** ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, 9 ვითარმედ, «არა იმრუშო», «არა კაც-ჰკლა», «არა იპარო», «არა გული გითქუმიდეს», და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა (აღესრულების)* [თავდგმულ-იქმნების*****]**, ვითარმედ: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი». 10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში გადმოცემული სწავლება მთავრობათა ღმრთივდაფუძნებულობის შესახებ არაიშვიათად აბსოლუტური ცთომილებით არის გაგებული, ისე თითქოს მოციქული და მასზე დაყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესია ბოროტმოქმედ მთავართა და ხელმწიფეთა თითქოსდა ღმრთივნაკურთხად შეირაცხ კომენტარი: „ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: «ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან», არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა, ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა, ეგრეთვე ყოველი მთავრობაჲ ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად-გენგებისა სოფლისა [ამის], ხოლო მთავარნი იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა" (ეფრ. II, 129).

**** „რომელნი ამას შინა მოთმინე არიან“ – ასეა ეფრემთან (შდრ...: εἰς αὐτὸ τοῦτο προσκαρτεροῦντες). ABCLect-ში გვაქვს ნაკლებ ადეკვატური: „ამისთჳსვე მოღუაწებასა განკრძალულ არიან" (შდრ. ექვთ. „ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან“).

***** „თავდგმულ-იქმნების“ – «ჯამდება», «გვირგვინდება» (Gr: ἀνακεφαλαιοῦται, ...). შდრ. ABCLect: „აღესრულების“.

† † † † † † †

მეფისა თამარისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]:

ინ. X: 1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს...“

† † † † † † †

მღდელთმთავართა: 

ებრ. XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)] და ლკ. XII, 32-40. [დას. ჲზ(67)].

<ძმანო, მოიჴსენენით> წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. რომელთაჲ-იგი შეიწირვის (საცხოვართაჲ)* [საცხოვართა]** სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, V, 14-19. [დას. ია(11)]:

მთ. V: 14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †

ღირსთა: 

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

† † † † † † †