საცისკრო მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
რიგისა : პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ პირველი, II, 21-III, 9. [დას. ნთ(59)]:
1 პეტ. II: 21(ბ) † (საყუარელნო, †) ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა (ჴელითწერილი)* [სახე***]**, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა, 22 რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა 23 რომელი იგინებოდა**** და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა; მიეცა მართალი იგი მსაჯულსა, 24 რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხოვნდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით, 25 რამეთუ იყვენით ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა. III: 1 ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღაცათუ ვინმე ურჩ არნ სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ, 2 ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა, 3 რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა გინა შემოსითა სამოსლისაჲთა შემკობაჲ, 4 არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან, 5 რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, 6 ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილისმოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა. 7 ქმარნი ეგრეთვე[-მსგავსად]** თანამკჳდრ-ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა; დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანამკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა. 8 ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათმოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ. 9 ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «ნიმუში», «მაგალითი». ABCLect: «ჴელითწერილი» (ὑπογραμμὸν...).
**** C „ევნებოდა“ (ABLectD: «იგინებოდა») (λοιδορούμενος...).
† † † † † † †
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XII, 13-17. [დას. ნდ(54)]:
მკ. XII: 13(ბ) † (მას ჟამსა შინა მი-ვინმე-ავლინნეს იესუ[ჲ]სსა მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა ჰურიათანი †) ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა. 14 ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: „მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსვე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისარსა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ?“ 15 ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: „რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო“. 16 ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: „ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „კეისრისაჲ“. 17 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.
† † † † † † †
ანტონი დიდისა, მეგვიპტელისა (†356) (ჟამნებიდან).
ებრ. XIII, 17-21. [დას. ტლე-ႲႪႤ(335)]
<ძმანო, დაემორჩილენით> წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი (გონებაჲ)* [სჳნიდისი]** გუაქუს ყოველსა შინა და კეთილად გუნებავს სლვად. უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა – უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †