სახარებაჲ კჳრიაკისა საცისკრო 11: სახარებაჲ იოანესი, ინ. 21:14-25 (დას. 67). ინ. XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)].
14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით. 15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: † (მას ჟამსა შინა, გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: †) „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. 16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. 17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. 20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ 21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. 23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, (ვიდრე მოსლვად ჩემდამდე)* [ვიდრემდე მოვიდე]**, შენდა რაჲ?“ 24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.
რიგისა:
1 ტიმ. IV, 9-15. [დას. სპე(285)-შუა]
9 <შვილო ტიმოთე,> სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, 10 რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ. 11 ამცნებდ ამას და ასწავებდ. 12 ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. 13 (ვიდრემდე)* [ვიდრემდის]** მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინისცემასა, მოძღურებასა; 14 ნუ უდებ-ჰყოფ, რომელი-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაჲსწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისაჲთა. 15 (ამას)* [ამათ]** იწურთიდ და (ამას)* [ამათ]** შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი რედაქციიდან.
სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. 19:1-10 (დას. 94). ლკ. XIX, 1-10. [დას. ჟდ(94)] (70-თაგან მოციქულ ზაქეს შესახებ).
1 და შევიდა და განვიდოდა † (მას ჟამსა შინა, მოვიდა იესუ †) იერიქოჲთ. 2 და, აჰა-ესერა, კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე. და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3 და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4 და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5 და მოვიდა ადგილსა მას; მიჰხედა იესუ და ჰრქუა მას: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“. 6 და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7 და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა (დადგომად)* [დადგრომად]**“. 8 აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: „აჰა უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. 9 ჰრქუა მას იესუ: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. 10 რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“.
* ზოგიერთი ძველი რედაქციიდან.
** ახალი რედაქციიდან.
მოციქულისა:
საქმ. XII, 1-11. [დას. კთ(29)]
<მას ჟამსა შინა ჴელი მიყო> ჰეროდე მეფემან ძჳრისყოფად
რომელთამე ეკლესიისაგანთა. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი,
მახჳლითა. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. და აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ზედამოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ, ადრე“. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: „მოირტყ, და შეისხენ სანდალნი შენნი“, და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: „შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე“. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: „აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა“.
ინ. XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)].