15 (28) იანვარი

ღირსთა:

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

† † † † † † †

† † † † † † †

პარასკევისა: პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ პირველი, I, 1-2, 10-12; II, 6-10. [დას. ნჱ(58)]:

1 პეტ. I: 1 პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა, წინაჲსწარცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ! რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაჲსწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაჲსწარმეტყუელებდეს, გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაჲსწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა, რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული-უთქუამს ანგელოზთა ხილვად. II: 6 რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: „აჰა-ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა რჩეულსა, პატიოსანსა, და რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს“. თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს – ლოდი, რომელ შეურცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს, ხოლო თქუენ – ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა, რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ; რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.

† † † † † † †

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 12:1-12 (დას. 53). მკ. XII, 1-12. [დას. ნგ(53)].

1 და იწყო იგავით მათა სიტყუად: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი, და მისცა იგი ქუეყანისმოქმედთა და წარვიდა. 2 და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3 ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4 მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ. და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5 და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6 უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს“. 7 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: „ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე“. 8 და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9 აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. 10 არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: „ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 11 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“? 12 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

შაბათისა: თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 14-23. [დას. სოგ(273)]:

1 თეს. V: 14(ბ) † (ძმანო, გლოცავ თქუენ, †) სწავლიდით* უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ. 15 ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არამედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ. 16 მარადის გიხაროდენ. 17 მოუკლებელად ილოცევდით. 18 ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ. 19 სულსა ნუ დაავსებთ. 20 წინაჲსწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. 21 ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. 22 ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით. 23 ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა; სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ.

† † † † † † †

* ABCLect: „ასწავებდით“ (νουθετεῖτε,...). როგორც ჩანს, «სწავლიდით» უფრო ნიშნავს: «შეაგონებდეთ».

† † † † † † †

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XVII, 3-10. [დას. პდ(84)]:

ლკ. XVII: 3(ბ) † (ჰრქუა უფალმან: †) „ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. 4 (დაღათუ)* [და ღათუ]** შჳდგზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდგზის მოაქციოს და გრქუას შენ: «შევინანე», მიუტევე მას“. 5 და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: „შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ!“ 6 ჰრქუა მათ იესუ: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: «აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა», ისმინამცა თქუენი. 7 ვისმე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: «წარმოჴედ და დაჯედ», 8 ანუ არამე ჰრქუასა მას: «მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამისა შემდგომად ჭამე და სუ შენცა»? 9 ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ. 10 ეგრეთცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: «მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ»“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †