2023 წლის 8 თებერვალი

ცისკარზე – წმ. დავითისა: 

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 9-16. [დას. ლვ(36)]:

ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

† † † † † † †

წირვაზე – რიგისა:

პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ მეორჱ – 2 პეტ. III, 1-18. [დას. ჲჱ(68)]

1 აჰა-ესერა, საყუარელნო, † (საყუარელნო, †) ამას მეორესა ეპისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა 2 მოჴსენებად პირველთქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა. 3 ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი 4 და იტყოდიან: „სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ, ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ“, 5 რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან*, და ქუეყანაჲ წყალთაგან, და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, 6 რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა, 7 ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა. 8 ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. 9 არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულგრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ. 10 ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და (წესნი)** [ნივთნი****]*** იგი დაიწუნენ და დაზულენ*****, და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ. 11 რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით 12 და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი (მჴურვალენი დაიჴსნნენ და წესნი დაიწუნენ და)* [გამოჴურვებით დაიჴსნენ და ნივთნი მგზებარენი******]** დადნენ. 13 ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა, მსგავსად აღთქუმისა მისისა, მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს. 14 ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, 15 და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, 16 ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა, მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა. 17 თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაჲსწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანააღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, 18 არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა – დიდებაჲ [და]** აწ******* და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამენ.

* ეფრ. «ძუელადვე». მართალია, ეფრემისეული შესატყვისი ტერმინოლოგიურად უფრო მეტად თანხვდება ორიგინალს, სადაც გვაქვს ტერმინი ἔκπαλαι (=«ძველთაგანვე»,...), მაგრამ მუხლის შინაარსი ცათა საკუთრივ პირველქმნილობას (მიწაზე უწინარესობას) გულისხმობს, რასაც ტერმინი «პირველითგან» უფრო ბუნებრივად გადმოსცემს... შდრ. შესაბამისი კომენტარი: „ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ცაჲ პირველშექმნულ არს ნივთისაგან, რომელი მან მხოლომან უწყის, დამბადებელმან მისმან, და ქუეყანაჲ შემდგომად მისსა შეიქმნა მითვე სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომელმან შექმნა ყოველი“ (ეფრ. I, 417).

** სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

*** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

**** ე. ი. «სტიქიონები» (ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი). ABC: 'წესნი" (στοιχεῖα). შდრ. სომხ. բնութիւնք (იხ. გალ. 4.3). შდრ. ქვემოთ: 3.12; შდრ. გალ. 4.3; კოლას. 2.8; ებრ. 5.12;... იაკ. 3.5. იხ. ქვემოთ **** შენიშვნა.

***** «დაზულენ» – გაცამტვერდნენ (შდრ. ნ. ჩუბინ. ლექს. «დაზულევა» – დარღვევა, ჩამოწოლა, დაქცევა, დანგრევა,...). შდრ. ეფრემის კომენტარი: „დაზულობაჲ რომელ არს დაჴსნაA“ (ეფრ. I, 418).

****** ABC: „წესნი“ (στοιχεῖα, სომხ. բնութիւնք). იხ. წინა შენიშვნა.

******* „და აწ“ – ე. ი. «აწცა» (καὶ νῦν). «და» აკლია ABC-ს.

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 13:24-31 (დას. 61). მკ. XIII, 24-31. [დას. ჲა(61)].

24 არამედ † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) მათ დღეთა შინა, შემდგომად ჭირისა მის, მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; 25 და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. 26 და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 27 და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. 28 ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 29 ეგრეთცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. 30 ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31 ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.

 

წმ. დავითისა: ჰრომ. XIII: 1 † (ძმანო, †) ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა (დაემორჩილენ) [დაემორჩილედ]**, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან, 2 ამიერითგან რომელი (ადგებოდის)* [წინააღუდგა]** ჴელმწიფებასა, ღმრთისა (ბრძანებასა ადგების)* [განწესებასა წინააღუდგა]**, ხოლო (რომელნი-იგი ადგებოდიან თავისა თჳსისა)* [წინააღმდგომთა თავთა თჳსთა]** საშჯელი მიიღონ***, რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, 4 რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთისმსახურ არს შენდა, (შურისმეძიებელი რისხვასა)* [რისხვისა მიმართ შურისმეძიებელი]** ბოროტისმოქმედისათჳს. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ (გონებისათჳსცა იჭჳსა)* [სჳნიდისისათჳსცა]**. 6 ამისთჳს (ხარკსაცა)* [ხარკთაცა]** მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, (ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან)* [რომელნი ამას შინა მოთმინე არიან****]**. 7 მისცემდით (უკუე)* ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი. 8 (ნურარაჲმცა)* [ნუმცა რაჲ]** ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, ვითარმედ, «არა იმრუშო», «არა კაც-ჰკლა», «არა იპარო», «არა გული გითქუმიდეს», და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა (აღესრულების)* [თავდგმულ-იქმნების*****]**, ვითარმედ: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი». 10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს.

† † † † † † †

სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში გადმოცემული სწავლება მთავრობათა ღმრთივდაფუძნებულობის შესახებ არაიშვიათად აბსოლუტური ცთომილებით არის გაგებული, ისე თითქოს მოციქული და მასზე დაყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესია ბოროტმოქმედ მთავართა და ხელმწიფეთა თითქოსდა ღმრთივნაკურთხად შეირაცხ კომენტარი: „ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: «ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან», არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა, ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა, ეგრეთვე ყოველი მთავრობაჲ ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად-გენგებისა სოფლისა [ამის], ხოლო მთავარნი იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა" (ეფრ. II, 129).

**** „რომელნი ამას შინა მოთმინე არიან“ – ასეა ეფრემთან (შდრ...: ες ατ τοτο προσκαρτεροντες). ABCLect-ში გვაქვს ნაკლებ ადეკვატური: „ამისთჳსვე მოღუაწებასა განკრძალულ არიან" (შდრ. ექვთ. „ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან“).

***** „თავდგმულ-იქმნების“ – «ჯამდება», «გვირგვინდება» (Gr: νακεφαλαιοται...). შდრ. ABCLect: „აღესრულების“.

† † † † † † †

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]:

ინ. X: 1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს...“

† † † † † † †