13 (26) იანვარი

იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ IV, 7-V, 9. [დას. ნვ(56)]:

იაკ. IV, 7 † (საყუარელნო, †) დაემორჩილენით ღმერთსა და წინააღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან. მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და (უბრალო-ყვენით)* [უბიწო-ყვენით***]** გულნი, ორგულნო. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი – მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ. ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და შჯის შჯულსა; უკუეთუ შჯულსა ჰშჯი, არა ხარ მყოფელ შჯულისა, არამედ განმკითხველ. ერთი არს შჯულისმდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა? აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: „დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი, და ვივაჭროთ და შევიძინოთ“, რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლნი ხართ, რომელი მცირედჟამ ჩანნ და მერმე განქარდის. ამის წილ, რომელი გიღირს თქუენ თქუმად: „უკუეთუ უფალსა უნდეს, და ვცხოვნდეთ და ვყოთ ესე გინა იგი“. ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა. ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს. რომელმან იცოდის კეთილისა საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა. V: 1 აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს, ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს, და შეშჭამდეს ჴორცთა თქუენთა, ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა. აჰა-ესერა, სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან, ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა. დაჰსაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინააღგიდგა თქუენ. სულგრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა-ესერა, მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულგრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი. სულგრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლებულ არს. ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა-ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «უბრალო-ყვენით» (ἁγνίσατε, ...).

 

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, მკ. XI, 27-33. [დას. ნბ(52)]:

მკ. XI: 27 და მოვიდეს კუალად † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 28 და ეტყოდეს მას: „რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა ამას იქმოდი?“ 29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 30 ნათლისცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე“. 31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: „უკუეთუ ვთქუათ: «ზეცით იყო», გურქუას ჩუენ: «რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?» 32 და უკუეთუ ვთქუათ: «კაცთაგან», გუეშინის ერისა ამის“ (რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო). 33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: „არა ვიცით“. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: „არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ“.

† † † † † † †

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

† † † † † † †