12 (25) იანვარი

რიგისა :

იაკ. III, 11-IV, 6. [დას. ნე(55)]

<ძმანო, ნუუკუე> წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე? ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთისხილი გამოიღო გინა ვენაჴმან – ლეღჳ? ეგრეთვე – ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ, რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ – შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე. ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილთა საქმეთაჲთა, განუკითხველ და შეუორგულებელ, რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა. ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულისთქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა? გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად; ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულისთქუმათა შინა თქუენთა განილინეთ. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: „საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?“ უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 10:46-52 (დას. 48).

46 და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა † (მას ჟამსა შინა, †) გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი – ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად. 47 და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 48 და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს, ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 49 დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: „ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ“. 50 ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51 მიუგო და ჰრქუა მას იესუ: „რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: „რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი“. 52 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

 

მოწამეთა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)]:

რომ. VIII: 28 † (ძმანო, †) ესე უწყით, (რამეთუ)* [ვითარმედ]** ღმრთისმოყუარეთა ყოველივე (განემარჯუების კეთილად)* [თანამოქმედ კეთილისა ექმნების]**, რომელნი-იგი (ბრძანებით ჩინებულ)* [ნებსით თჳსით წოდებულ]** არიან, 29 რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა, 30 ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. 31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს, ვინ არს ძჳრისმყოფელ ჩუენდა? 32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? 33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. 34 და ვინ არს დამშჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. 35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? 36 ვითარცა წერილ არს: «რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი». 37 არამედ ამას ყოველსა (ზედა ვსძლევთ)* [ზეშთა-ვსძლევთ]** ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, 38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, 39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან [რამანმე]** დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა [მას]** ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 16-22. [დას. ლვ(36)]:

მთ. X: 16 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. 17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. 18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. 19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით, 20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. 21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად, და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“.

† † † † † † †