† † † † † † †
ცისკარზე:
სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. 6:17-23ა (დას. 24). ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)].
17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა † (მას ჟამსა შინა, დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა:
„ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ;
ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა.
23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის)
† † †
რიგისა:
იაკ. III, 1-10. [დას. ნდ(54)]
<ძმანო [ჩემნო], ნუ მრავალნი ჰმოძღურით!> უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა. უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით, დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით, აჰა-ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მათსა, ეგრეთცა ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოჲს. აჰა-ესერა, მცირემან ცეცხლმან რაოდენი ნივთი აღაგზნის! და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუვისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმისთუალსა მას შესაქმისასა და (თჳთ)* აღგზებულ არს გეჰენიისაგან, რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთა და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების, და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა, და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 11:11-23 (დას. 50). მკ. XI, 11-23. [დას. ნ(50)].
11 და † (მას ჟამსა შინა, †) შევიდა იესუ იერუსალჱმდ და – ტაძარსა მას, და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი, და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. 12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. 13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ. 14 და ჰრქუა მას: „ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა!“ და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა. 15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ-ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. 16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. 17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: „წერილ არს: «სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა», ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“. 18 და ესმა ესე მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა. 19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. 20 და ვითარცა თანაწარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან. 21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: „რაბი აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა“. 22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23 „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: „აღიფხუარ და შთავარდი ზღუად!” და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ.
წმ. თეოდოსისა -
2 კორ. IV: 6 რამეთუ † (ძმანო, †) ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს; 9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა განცხადნეს, 11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ (შინა)* ჴორცთა ჩუენთა [შინა]** გამოცხადნეს. 12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ – თქუენ შორის. 13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: «მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე», და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა, 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ მათესი, მთ. 11:27-30 (დას. 43). მთ. XI, 27-30. [დას. მგ-ႫႢ(43)].
27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.