ცისკარზე სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]:
ინ. X: 1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს...“
წირვაზე: რიგისა -
იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ II, 14-26. [დას. ნგ(53)]:
იაკ. II: 14 რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, † (ძმანო [ჩემნო], რაჲ სარგებელ არს, †) უკუეთუ ვინმე თქუას: „სარწმუნოებაჲ მაქუს“, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უცმეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? 15 რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა 16 და ჰრქუას ვინმე (მათ თქუენგანმან)* [თქუენგანმან მათ]**: „წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით“, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? 17 ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. 18 არამედ თქუას ვინმე: „შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, – მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი“. 19 შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ. და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან. 20 გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, ვითარმედ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს? 21 (აბრაჰამ)* [აბრაამ]**, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისააკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა? 22 ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა, და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა? 23 და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: „ჰრწმენა აბრაამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ“, და მეგობარ ღმრთისა იწოდა. 24 ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? 25 ეგრეთვე-და რააბცა მეძავი არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა? 26 რამეთუ, ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, X, 46-52. [დას. მჱ(48)]:
მკ. X: 46 და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა † (მას ჟამსა შინა †) გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი – ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად. 47 და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 48 და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს, ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 49 დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: „ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ“. 50 ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51 მიუგო და ჰრქუა მას იესუ: „რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: „რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი“. 52 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
წმ. გრიგოლისა:
1 კორ. XII: 7 ხოლო † (ძმანო, †) თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს. 8 [რამეთუ]** რომელსამე სულისა (მისგან მიცემულ არს)* [მიერ მიეცემის]** სიტყუაჲ სიბრძნისაჲ; ხოლო სხუასა – სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ, მითვე სულითა; 9 და სხუასა – სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან; რომელსამე – მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა; 10 რომელსამე – (შეწევნანი)* [მოქმედებანი]** ძალთანი; რომელსამე – წინაჲსწარმეტყუელებაჲ; რომელსამე – განკითხვაჲ სულთაჲ; და სხუასა – თესლად-თესლადი ენათაჲ; და სხუასა – თარგმანებაჲ ენათაჲ. 11 ხოლო (ამას ყოველსა შეეწევის)* [ამის ყოვლისა მაქმნეველ*** არს]** ერთი და იგივე სული; განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «გამკეთებინებელი». შდრ. კომენტარი: „«ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული» და არა თჳთ მოქენე [მთხოვნელი, ე.ჭ.], რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია [გააკეთებინა, ე. ჭ.] მას, ვითარცა მონასა, არამედ თჳთ სხუათა აქმნევს [აკეთებინებს, ამოქმედებს, ე. ჭ.] მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით" (ეფრ. II, 137). ABC ნაკლებტერმინოლოგიურია: „ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული“.
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 1, 5-8. [დას. ლდ(34)-შუა]:
მთ. X: 1 და მოუწოდა † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. 5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6 არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». 8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით...“
მთ. X: 1 და მოუწოდა † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. 5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6 არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». 8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით...“