საცისკრო სახარება X: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 1-14. [დას. ჲვ(66)]:
ინ. XXI: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2 იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), და ნათანაელ (რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ), და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3 ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: „წარვიდე სათხევლობად“. ჰრქუეს მას: „მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა“. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4 და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5 ჰრქუა მათ იესუ: „ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?“ მიუგეს და ჰრქუეს: „არა“. 6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „სდევით ბადე ეგე მარჯუენით-კერძო ნავისა მაგის და ჰპოვოთ“. ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევაჲ სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7 ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: „უფალი არს“. ხოლო სიმონ-პეტრეს, ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8 ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. 9 და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10 ჰრქუა მათ იესუ: „მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ“. 11 აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12 ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით და ისადილენით“. და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13 მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
† † † † † † †
წირვაზე:
ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა:
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 7-13. [დას. სკდ(224)-შუა]:
ეფეს. IV: 7 ხოლო † (ძმანო, †) თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა. 8 რომლისათჳს იტყჳს: „აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა (იგი ნიჭად)* [ნიჭები]** კაცთა“. 9 ხოლო «აღსლვაჲ იგი» რაჲ-მე არს, არათუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა? 10 რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი. 11 და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი 12 (დასამტკიცებელად)* [აღსავსებელად***]** წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, 13 ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ABCLect: «დასამტკიცებელად» (πρὸς τὸν καταρτισμόν).
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 12-17. [დას. ჱ(8)]:
მთ. IV: 12 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. 13 და დაუტევა ნაზარეთი, და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა, 14 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 15 „ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ, წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ, 16 ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ“. 17 მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“.
† † † † † † †