ცისკარზე სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 16-22. [დას. ლვ(36)]:
მთ. X: 16 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. 17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. 18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. 19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით, 20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. 21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად, და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †
ნათლისღების შემდგომი შაბათისა:
ეფეს. VI, 10-17. [დას. სლგ(233)]:
ეფეს. VI: 10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, † (ძმანო, †) განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა. 11 შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, 12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინადადგრომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14 მტკიცედ უკუე დეგით; მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ; 15 და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
მთ. IV: 1 მაშინ † (მას ჟამსა შინა †) იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. 2 და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. 3 და მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: „უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ“. 4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: „წერილ არს, რამეთუ: «არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა»“. 5 მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა 6 და ჰრქუა მას: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: «ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს», და: «ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი»“. 7 ჰრქუა მას იესუ: „კუალად წერილ არს: «არა განსცადო უფალი ღმერთი შენი»“. 8 კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი 9 და ჰრქუა მას: „ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე“. 10 მაშინ ჰრქუა მას იესუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: «უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე»“. 11 მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
წმ. აბოსი:
2 ტიმ. II: 1 ხოლო შენ, შვილო ჩემო † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» ...
† † † † † † †
და: მოწამეთა ძმათა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:
ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI, 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“