საქმჱ მოციქულთაჲ XIX, 1-8. [დას. მბ(42)]:
საქ. XIX: 1 † (მათ დღეთა შინა †) იყო, აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა, პავლეს მოევლო ზემოკერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი. 2 და ჰრქუა მათ: „უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს?“ ხოლო მათ ჰრქუეს მას: „არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს“. 3 ჰრქუა მათ პავლე: „რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს?“ და მათ ჰრქუეს: „იოვანეს ნათლისცემითა“. 4 ჰრქუა მათ პავლე: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლისცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისსა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს, იესუ ქრისტე“. 5 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. 6 და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა და იტყოდეს ენათა და წინაჲსწარმეტყუელებდეს. 7 ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. 8 შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ (თუე)* [თთუე]**; ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, I, 29-34. [დას. გ(3)]:
ინ. I: 29 ხვალისაგან † (მას ჟამსა შინა †) იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. 30 ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: «შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს». 31 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლისცემად“. 32 და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: „ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. 33 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მან მრქუა მე: «რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა». 34 და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ”.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †