6 (19) იანვარი

ცისკარზე:  სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 9-11. [დას. ბ(2)]:

 

მკ. I: 9 და იყო, მათ დღეთა შინა † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. 10 და მეყსეულად, აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით, იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11 და ჴმაჲ იყო ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“.

 

† † † † † † †

 

ტიტჱსა მიმართ II, 11-14*; III, 4-7. [დას. ტბ(302)]:

 

* 2010 წლის სამოციქულოს არასწორი ნუმერაციით: 10-13.

 

ტიტ. II: 11 რამეთუ † (შვილო ტიტე, †) გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, 12 სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უვარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა, 13 და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, 14 რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან უშჯულოებისა და განწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა. III: 4 ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთმოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ, 5 არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა და განახლებითა სულისა წმიდისაჲთა, 6 რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა, 7 რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.

 

† † † † † † †

 

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, III, 13-17. [დას. ვ(6)]:

 

მთ. III: 13 მაშინ † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლისღებად მისგან, 14 ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ 15 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. მაშინ მიუშუა მას. 16 და ნათელ-იღო იესუ, და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. 17 და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“.

 

† † † † † † †

 

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

წყლის კურთხევაზე: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 1-4. [დას. რმგ(143)-შუა]:

 

1 კორ. X: 1 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. 2 და ყოველთა მოსეს მიმართ* ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა. 3 და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; 4 და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.

 

† † † † † † †

 

* «მიმართ» – ეფრ. (πάντες ες τν Μωϋσν βαπτίσθησαν). შდრ. კომენტარი: „სარწმუნოებაჲ იგი მათი (ებრაელებისა, ე. ჭ.) მოსეს მიმართ და მისითა სარწმუნოებითა განვლაჲ უფსკრულთაჲ [=ზღვის სიღრმეებისა, ე. ჭ.) სახელდებულ იქმნა მოციქულისა მიერ «მოსეს მიმართ ნათლისღება მათდა». ეგრეთვე ჩუენ პირველად გჳჴმს, რაჲთა გურწმენეს აღდგომაჲ ქრისტესი და ეგრეთღა მისსა მიმართითა სარწმუნოებითა ვეზიარნეთ სიკუდილსა მისსა შთასვლითა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა" (ეფრ. II, 253).

 

† † † † † † †

 

წყლის კურთხევაზე: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 9-11. [დას. ბ(2)]:

 

მკ. I: 9 და იყო, მათ დღეთა შინა † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. 10 და მეყსეულად, აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით, იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11 და ჴმაჲ იყო ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“.

 

† † † † † † †

 

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

 

† † † † † † †