5 (18) იანვარი

განცხადებასა (ნათლისღებასა) მწუხრად:

1 კორ. IX: 19 რამეთუ † (ძმანო, †) თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე. 20 ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; 21 უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ (არა უშჯულოჲ ვიყავ ღმრთისაჲ, არამედ შჯულიერი ქრისტესი), რაჲთა უშჯულონი შევიძინნე; 22 ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა (ყოველნი)* [უეჭუელად ვიეთნიმე]** ვაცხოვნნე. 23 ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანაზიარ მისა ვიქმნე. 24 არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ. 25 ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე (მოითმენნ)* [ეკრძალებინ]**: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი (მოიღონ)* [მიიღონ]**, ხოლო ჩუენ – უხრწნელი. 26 მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ***, 27 არამედ (აღვიკრძალავ)* [ვაჭირვებ****]** ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.

 

† † † † † † †

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

 

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

*** შდრ. კომენტარი: „უწყი [=ვიცი, ე. ჭ.], თუ ვის ვსცემდე, – ცხად არს, ვითარმედ არა ცუდად ჰაერსა, არამედ – ჰაერთა შინა მყოფსა მას ეშმაკსა, ხოლო თქუენ ძმათა სცემთ“ (ეფრ. II, 252).

 

**** შდრ. კომენტარი: „ესე იგი არს, არა უტევებ მუცელსა აღვსებად, არამედ ვაჭირვებ მას და შევაიწრებ, რაჲთა არა კრთოდის გულისთქუმათა მიმართ" (ეფრ. II, 252). საყურადღებოა ABC-ის შესატყვისიც: «აღვიკრძალავ», თუმცა ეფრემისეული «ვაჭირვებ» უფრო შეესაბამება ბერძნულ πωπιάζω-ს.

 

† † † † † † †

 

განცხადებასა (ნათლისღებასა) მწუხრად: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, III, 1-18 [დას. თ(9)]:

 

ლკ. III: 1 † (†) წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტოელისა პილატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედმთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა, მეოთხედმთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა და ლჳსანისსა, მეოთხედმთავრობასა აბილინესსა, 2 მღდელთმოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3 და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემოსოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 4 ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაჲსწარმეტყუელისათა და იტყჳს: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: «განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი. 5 ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ, და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. 6 და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ»“. 7 და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლისღებად მისგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8 ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: «მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი». გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაამისა. 9 რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“. 10 და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: „და რაჲმე უკუე ვყოთ?“ 11 მიუგო და ჰრქუა მათ: „რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ“. 12 მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლისღებად და ჰრქუეს მას: „მოძღუარ, ჩუენ რაჲმე ვყოთ?“ 13 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ“. 14 ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: „და ჩუენ რაჲმე ვყოთ?“ და მან ჰრქუა მათ: „ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა-გეყავნ როჭიკი თქუენი“. 15 და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე, 16 მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, 17 რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა; განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. 18 და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.

 

† † † † † † †

 

წყლის კურთხევაზე: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 1-4. [დას. რმგ(143)-შუა]:

 

1 კორ. X: 1 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. 2 და ყოველთა მოსეს მიმართ* ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა. 3 და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; 4 და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.

 

† † † † † † †

 

* «მიმართ» – ეფრ. (πάντες ες τν Μωϋσν βαπτίσθησαν). შდრ. კომენტარი: „სარწმუნოებაჲ იგი მათი (ებრაელებისა, ე. ჭ.) მოსეს მიმართ და მისითა სარწმუნოებითა განვლაჲ უფსკრულთაჲ [=ზღვის სიღრმეებისა, ე. ჭ.) სახელდებულ იქმნა მოციქულისა მიერ «მოსეს მიმართ ნათლისღება მათდა». ეგრეთვე ჩუენ პირველად გჳჴმს, რაჲთა გურწმენეს აღდგომაჲ ქრისტესი და ეგრეთღა მისსა მიმართითა სარწმუნოებითა ვეზიარნეთ სიკუდილსა მისსა შთასვლითა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა" (ეფრ. II, 253).

 

† † † † † † †

 

წყლის კურთხევაზე: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 9-11. [დას. ბ(2)]:

 

მკ. I: 9 და იყო, მათ დღეთა შინა † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. 10 და მეყსეულად, აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით, იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11 და ჴმაჲ იყო ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“.

 

† † † † † † †

 

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

 

† † † † † † †