მოციქულთა: რომ. VIII, 8-14. [დას. ჟვ(96)-შუა]. ლკ. X, 1-15. [დას. ნ(50)].
ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 8-14. [დას. ჟვ(96)-შუა]:
რომ. VIII: 8(ბ) † (ძმანო, †) რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნოყოფად ვერ ძალ-უც. 9 ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი. 10 უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული – (ცხოველ)* [ცხორება***]** სიმართლისათჳს. 11 უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა. 12 აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით, 13 რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხოვნდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხოვნდეთ, 14 რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ასეა ეფრემთან. C-ში გვაქვს «ცხოველ».
† † † † † † †
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 1-15. [დას. ნ(50)]:
ლკ. X: 1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი † (მას ჟამსა შინა გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი-სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: «მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ». 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 «აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ». 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.
† † † † † † †
ღირსთა: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]. ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)] (II-ქართულიდან).
გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22 ხოლო † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. გალ. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †