რუსეთის პატრიარქმა ქართული დელეგაცია მიიღო

რუსეთის ახალმა პატრიარქმა ქართული დელეგაცია მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები რუსეთის მე-16 პატრიარქს რეზიდენციაში ეწვივნენ.
რუსული ეკლესიის წინამძღვარმა მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული სიყვარულით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოიხსენია. რუსეთის პატრიარქმა უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა. წლების წინ კირილემა რუსეთის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა გააპროტესტა, რასაც მხოლოდ საქართველოს პატრიარქმა დაუჭირა მხარი.
პატრიარქმა კირილემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესია არ უნდა იყოს პოლიტიკური კონიუქტურის მიმდევარი.
ქართული დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინამძღვარს რუსი წმინდანების გამოსახულებიანი ხელნაკეთი კანდელი გადასცეს, თავის მხრივ, პატრიარქმა კირილემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.