კათოლიკოს-პატრიარქი გამოკვლევების ჩასატარებლად გერმანიაში მიემგზავრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, 12.00 საათზე გერმანიაში მიემგზავრება, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.
როგორც საპატრიარქოში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა, ქართველი და გერმანელი ექიმების რჩევით, უწმინდესი კონსულტაციებს ბერლინში იმავე კლინიკაში გაივლის, სადაც ცოტა ხნის წინ სტენტირება ჩაუტარდა.
“ვრცელდება ხმები უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ბრიფინგის გამართვის მიზანიც სწორედ ამ ხმების გაბათილებაა”, – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისივე თქმით, გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, თუ რამდენ ხანს დარჩება უწნიდესი გერმანიაში.
კათალიკოს-პატრიარქი გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ თოდუას კლინიკაში მკურნალობდა. მას მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.