დღეს სვეტიცხოვლობაა. საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II ჩაატარა. გადმოცემის მიხედვით, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში მირიანის და ნანას მეფობისას კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყდა.
სვეტიცხოვლობასთან ერთად აღინიშნება მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და სიდონიას ხსენების დღე. დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადასცა.
სვეტიცხოვლობასთან ერთად აღინიშნება მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და სიდონიას ხსენების დღე. დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადასცა.