გელათის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
გელათის სამონასტრო კომლექსიის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური აზომვა, არქეოლოგიური შესწავლა და მთელ ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურის კონსტრუქციული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებს ძეგლის კომპლექსურ რეაბილიტაციას – უშუალოდ კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც აუცილებლი პირობაა ძეგლის ფუნქციონირებისთვის.
პროექტის პირველ ეტაპზე გერმანელი ექსპერტების, უვე ლოიხმანისა და ანაბელ გონსალესის დახმარებით, შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტებით კომპლექსის სრული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების მიღება. ასევე დასრულდა კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის ზონირების პროექტი.
ზემოთ აღნიშნული კომპონენტებისა და სახელოვნებათმცოდნეო კვლევის საფუძველზე მომზადდა კომპლექსის ერთ-ერთი უძველესი ნაწილის – გელათის აკადემიის რეაბილიტაციის პროექტი.
კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, საქართველომ, გერმანულ მხარესთან დაგეგმა ურთიერთთანამშრომლობა, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება, როგორც ახალგაზრდა თაობების, ისე სფეროს განვითარების ხელშეწყობას.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაცია-რეაბილტაციის პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
პროექტის შემსრულებელია სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია – “საქართველოს მემკვიდრეობა”.