საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ “უფლის კვართის ორდენი” მიენიჭა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ჯილდო მანგლისისა და წავკისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ სინოდის სახელით გადასცა.
როგორც მეუფემ ბრძანა, “უფლის კვართის ორდენი” პატრიარქს აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისდამი სიყვარულისა და მოკრძალების აღსანიშნავად გადაეცა.
უწმინდესმა სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს ორდენის მინიჭებისთვის და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
“ქართველი ერი ბედნიერია, რადგან შემთხვევით არ არის, რომ აქ ჩამობრძანებული ილია წინასწარმეტყველის ხალემი, უფლისა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის კვართები”,-ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მკვდრეთით აღმდგარი ეკლესია უწოდა და ერს სარწმუნოებაში გაძლიერებისკენ მოუწოდა.