კათოლიკოს-პატრიარქი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სიტუაციას დღეს მხოლოდ დიალოგი განმუხტავს. ეს განცხადება პატრიარქმა დღევანდელ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებაში ეკლესიის როლს ეხებოდა. აღნიშნულ კონფერენციას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.